08:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 10:16:05, 372 ნახვა

საზოგადოება
პავლიაშვილი - გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა ვრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს  მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პროცესში აღსანიშნავია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის როლი და მნიშვნელობა. ევროპული მწვანე შეთანხმების გეგმის შესრულების და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესში ცენტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანია, რაც მომავალშიც გაგრძელდება",-  განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრის ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ახობაძემ ცენტრის 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
 
საუბარი შეეხო მეურნეობებში ინოვაციური ტექნიკების დანერგვის, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლის, საძოვრების მდგრადი მართვისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის, ასევე, აკვა ეკოსისტემის და ტყის, როგორც ბუნებრივი რესურსის მდგრადი განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.  სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics