18:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 14:47:58, 336 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა ​

თბილისის მერიამ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრში განთავსებულია დიდი სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, საშხაპეები და გასახდელები.

„მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე ადრე ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი. თავდაპირველად მის რეაბილიტაციას ვფიქრობდით, თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ ვნახეთ, რომ ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ასევე, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გადავწყვიტეთ მისი დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ცენტრით სარგებლობის მსურველთა რეგისტრაცია მალე დაიწყება.

„აღნიშნული ცენტრის მშენებლობა-აღჭურვა დასრულებულია და ვიწყებთ მსურველთა რეგისტრაციას. პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ფიტნესის მიმართულებით, სამომავლოდ კი დაემატება ფრენბურთის მიმართულებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics