|
2024-10-09 09:33:43, 488 ნახვა
ომი უკრაინაში
ორბანი - უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს
უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას ბრძოლის ველზე,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით,“ქვეყნებს შორის დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია“. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი არ დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაიწყებს. “უნგრეთის მიზანია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ჩვენი აზრია. ამიტომ, ბრძოლის ველზე თუ ვერ იმარჯვებთ, უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა შეწყვიტოთ ცეცხლი და გადაარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ის, რაც გვსურს. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე, რადგან პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს“,- განაცხადა ორბანმა. ორბანმა ასევე თქვა, რომ “მეომარ მხარეებს შორის საჭიროა როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი კომუნიკაცია და ეს საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია, რომ მესამე მხარე მათ შორის შუამავლობდეს“. მისივე თქმით, “უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სტრატეგიის შეცვლაც საჭიროა“. “ვფიქრობ, სტრატეგია, რომელსაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი მივყვებით, არ არის კარგი. ჩვენ არაფერს ვაჩერებთ. გვსურს, ევროკავშირის ლიდერები დავარწმუნოთ, შეცვალონ სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგია, როგორც ხედავთ, არ მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია“,- აღნიშნა ორბანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)