02:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 17:13:53, 448 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ

უკრაინის რადას ფრაქცია "თვით დახმარება" მიხეილ სააკაშვილს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად განიხილავს, - ამის შესახებ, ფრაქციის თავმჯდომარემ, იგორ სობოლევმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის სამ კანდიდატს შორის, ოდესის გუბერნატორიც არის. კიდევ ორი კანდიდატის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი უცხოეთის მოქალაქეა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი უკრაინაში, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტმა პრემიერი იაცენიუკი ვერ გადააყენა. ამის გამო, მმართველი კოალიცია რამდენიმე ფრაქციამ დატოვა.

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მიიჩნევს. ამის შესახებ მან, ანტიკორუფციულ ფორუმზე განაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics