|
2024-10-04 12:46:58, 343 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ღონისძიება - „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა
BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის" ორგანიზებითა და "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, ღონისძიება - „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები და ტენდენციები" ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, 'თიბისი კაპიტალის" კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა - ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა. კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წლიურად 2%-ით იკლო. ამ პერიოდში 25 102 ბინა გაიყიდა. მთაწმინდის გარდა, თბილისის ყველა უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-75 კვ.მ ფართობის ბინებზეა. რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის პირველ 8 თვეში აქ ტრანზაქციები წლიურად 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტით და მოთხოვნის ნორმალიზებითაა გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში 9117 ბინა გაიყიდა. პირველ ზოლში - 35 კვ.მ-მდე ფართობის ბინების, ცენტრში და გარეუბნებში კი 50-75 კვ.მ ფართობის აპარტამენტების გაყიდვები ჭარბობს. ბათუმის პროექტებში ბინები ძირითადად საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი, რასაც უცხოელი მყიდველების მაღალი წილიც ადასტურებს. 2024 წლის პირველ 7 თვეში საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში წლიურად 4%-ითაა გაზრდილი და ფასმა 1201$ შეადგინა. ბათუმში კი ფასი 6%-ითაა წლიურად გაზრდილი და 1184$ შეადგინა. მომდევნო თვეებში თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ფასებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა მოსალოდნელი. თბილისში უძრავი ქონება კვლავ რჩება მაღალი ამონაგების მქონე საინვესტიციო აქტივად. 2024 წლის აგვისტოში ამონაგებმა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 1.4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 9.8% შეადგინა. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული ნებართვები წლიურად 7%-ით შემცირდა. წელს 891 000 ფართობზე გაიცა მშენებლობის უფლება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი - 28% დიდ დიღომზე, ყველაზე პატარა წილი - 14% კი ისანზე მოდის. კვლევას გაეცანით ბმულზე.
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)