19:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 12:40:31, 355 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - EU არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - ის არის მოსკოვში

EU არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - მოსკოვში. ის არის მოსკოვში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 პუნქტიდან, ერთ-ერთი იყო ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა, რაც არ სრულდება.

"ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს. 

ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა,რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია, უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს...

თქვენ იცით იმ 9 ნაბიჯის შესახებ, რომელიც საქართველოს წარუდგინა ევროკომისიამ. პირველი ნაბიჯი იქ არის ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ეს პროპაგანდა გრძელდება. თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ვინმემ ის, რაც არის ტყუილი, სიმართლე მაინც ერთია: ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში",- აცხადებს ჰერჩინსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics