11:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 11:49:35, 357 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას, რომლის სიგრძე 2 600 მეტრია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, 2025  წლის მარტში დასრულდება.

"ქუჩაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, შეიცვლება გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები, ხოლო საჰაერო სადენები, როგორც ეს  ყველა მსგავსი პროექტის განხორციელების დროს ხდება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. მოეწყობა ტროტუარი და გადასასვლელი კუნძულები, ხოლო საავტომობილო გზაზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა მოსაცდელები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ზოგადად, აღნიშნული ქუჩა იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა განახლებას, მოწესრიგებას, ამიტომ, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია",- განაცხადა თბილისის მერმა. 

აღნიშნული სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics