11:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 11:41:50, 454 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - 11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება. 

„11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება - ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მოგვიანებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ღია ჩვენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ. 

უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics