|
2024-10-02 10:16:56, 454 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - აშშ-ს აქვს უფლება, ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმაროს
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება, დაეხმაროს ისრაელს ირანული რაკეტების ჩამოგდებაში,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. ჰარისმა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიში დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია. "მე ცალსახად ვგმობ ამ თავდასხმას. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია. ირანი არ წარმოადგენს საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის, ირანი ასევე არის საფრთხე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რეგიონში. აშშ არასდროს დააყოვნებს ქმედებას, რომელიც აუცილებელია აშშ-ის ძალებისა და ინტერესების დასაცავად ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ",- განაცხადა ჰარისმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)