12:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 14:35:12, 353 ნახვა

საზოგადოება
საუკეთესო ხარისხის ხმოვანი კავშირი „სელფისგან“

"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, განაგრძობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას მომხმარებლების უზრუნველყოფისთვის მაღალი ხარისხის, საიმედო კომუნიკაციით. 5G-ს განვითარებისა და არსებული ქსელის განახლების მიღმა, "სელფი მობაილმა" დანერგა ტექნოლოგია ზარების საუკეთესო ხარისხით გახორციელებისთვის. "სელფის" ქსელში VoLTE-ს (Voice over LTE) მეშვეობით მომხმარებელს აქვს მაღალი ხარისხის ხმოვანი კავშირი, შეუძლია ზარების სწრაფად წამოწყება და იმავდროულად მობილური ინტერნეტით სარგებლობა.  

ხმის გადაცემისთვის VoLTE იყენებს უფრო ფართო სიხშირეებს. სწორედ ეს უზრუნველყოფს სუფთა და მკაფიო კომუნიკაციას. ინტერნეტის უწყვეტი გამოყენება ზარების მიმდინარეობისას, VoLTE -ს მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

VoLTE "სელფის" ქსელში ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი iOS ტექნოლოგიის სმარტფონებზე, რის შემდეგაც ის ასევე ჩაირთვება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც.

VoLTE-სთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სატელეფონო ცენტრში 110101 ("სელფიდან"); +995 32 2200611 სხვა ქსელებიდან; ასევე ონლაინ ჩატში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics