|
2024-09-29 12:02:58, 565 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ზაპოროჟიაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაპოროჟიის დაბომბვის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა.. - ამის შესახებ, ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, „რუსები მასიურად უტევენ ზაპოროჟიეს. მათ სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსები“, - წერს ფედოროვი თავის ტელეგრამაში. მოგვიანებით მან განმარტა, რომ 10-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ განადგურდა. „დაინგრა მაღლივი კორპუსი და კერძო სახლები. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს“, - წერს ის. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილია ერთი, რომლის ქვეშაც შესაძლოა ქალი კვლავ იმყოფებოდეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე პოლიციის თანამშრომლები, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები და წითელი ჯვრის მოხალისეები.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)