|
2024-09-26 13:35:02, 443 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს და ეს ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციამდე გააკეთოს. მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “მშვიდობას სჭირდება ლიდერობა და გულწრფელი პოლიტიკური სიმამაცე. მე და ჩემი მთავრობა ვალდებული ვართ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ და გარდავქმნათ არსებული დინამიკა თანამშრომლობად კეთილდღეობისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. სომხურმა მხარემ შესთავაზა ბაქოს, მოვაწეროთ ხელი უკვე შეთანხმებულ მუხლებზე ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატურ კონფერენციამდე, რითაც შეიქმნება ხელშემწყობი გარემო სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის“,- განაცხადა ფაშინიანმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)