|
2024-09-26 10:29:55, 553 ნახვა
მსოფლიო
EU, აშშ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს
ევროკავშირი, აშშ და მისი მოკავშირე 10 ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში მოითხოვს, რათა რეგიონული ომის გაჩაღება თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ქვეყნები მიიჩნევენ, საზღვარზე ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა დიპლომატიისთვის სივრცეს შექმნის. “ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა საზღვარზე შექმნის სივრცეს დიპლომატიისთვის. ვითარება ლიბანსა და ისრაელს შორის 2023 წლის 8 ოქტომბრიდან აუტანელია და წარმოადგენს მიუღებელ რისკს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციისთვის. ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც ისრაელის და არც ლიბანელი ხალხის“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი ავრცელებენ. ქვეყნების გარდა, ერთობლივი განცხადება აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებმაც გაავრცელეს. “დროა, რომ დიპლომატიას წარმატების შანსი მიეცეს და თავიდან შემდგომი ესკალაცია აიცილოს. დროა, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ“,- ნათქვამია ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)