|
2024-09-25 23:24:49, 442 ნახვა
მსოფლიო
IDF - ისრაელის სამხედროები ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან
ისრაელის სამხედროები ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. ჰალევი ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსანი მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო და სამხედროებს მიმართა. "დღეს "ჰეზბოლამ" გააფართოვა სროლის დიაპაზონი. დღეს, მოგვიანებით ის მიიღებს ძალიან ძლიერ პასუხს. დღეს ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ თავდასხმას და ვაგრძელებთ მათზე დარტყმას ყველგან. მიზანი არის ძალიან მკაფიო, ჩრდილოეთის მცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება. ამისთვის ჩვენ ვამზადებთ სახმელეთო მანევრს. თქვენი სამხედრო ჩექმები შევა მტრის ტერიტორიაზე, შევა სოფლებში, რომლებიც "ჰეზბოლამ" მოამზადა, როგორც დიდი სამხედრო ფორპოსტი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, პუნქტებით, ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისთვის ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - განუცხადა ჰერცი ჰალევიმ ისრაელელ სამხედროებს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)