00:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 14:38:07, 432 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" დიპლომატიურ უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაცია დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს",- ამბობენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, დღეს, 25 სექტემბერს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ელჩმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის ცნობითვე, კონფლიქტი კობახიძისთვის აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics