13:01 - 19 Aug, 2026
|
2024-09-21 14:25:44, 445 ნახვა
მსოფლიო
მადურო - ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს - ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან - ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება მადურომ ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქების შემდეგ გააკეთა. “მე ჩვეულებრივ წიგნებს ვჩუქნი… ან ხელნაკეთ ხის ზარდახშებს, რომელშიც ვდებ ვენესუელურ ყავას, ტკბილეულს. ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან, ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში“,- განაცხადა მადურომ. ცნობისთვის, 17 და 18 სექტემბერს ლიბანის სხვადასხვა რაიონში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის პეიჯერების, აფეთქება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი, დაშავდა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)