|
2024-09-19 20:42:30, 424 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში, სადაც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კამპანიას მართავდნენ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ზუგდიდში, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრები წინასაარჩევნო კამპანიას მართავდნენ თავს დაესხნენ. როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრ ანა წითლიძეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს. ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში მობილიზდა სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე "ქართული ოცნების" წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც. მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუს-ის აგენტი, ოცლარიანი, წინა წლებშიც მონაწილეობდა ასე ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ასეთი პროვოკაციებისთვის. და რეალურად ეს არის, რაც მოაწყეს. ეს არის ის რაც შეუძლიათ მოაწყონ - დაპირისპირება, მუქარა დარტყმა... ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)