23:02 - 15 Aug, 2026
|
2024-09-19 17:13:24, 618 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის
ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს დამატებით 2 გიგავატით გაზრდის. "ჩვენი მიზანია, 2.5 გიგავატის მოცულობის აღდგენა, რაც უკრაინის საჭიროების 15%-ია", - განაცხადა ლაიენმა. ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინა ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება. ასევე, ლიეტუვაში საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურის დაშლა მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინაში იმ ტერიტორიაზე ააშენებენ, სადაც რუსეთმა ქვეყნის თერმული ელექტროსადგურების 80% გაანადგურა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)