|
2024-09-19 11:33:33, 447 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 23 სექტემბერს, თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, ვაშინგტონში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ეს ვიზიტი პირველი იქნება. "ეს იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, შესაბამისად, ისტორიული მოვლენაა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ღაზაში ომი, ვითარება სუდანში და ხელოვნური ინტელექტის თემა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც შეხვდება. რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით, ბაიდენი და ჰარისი განიხილავენ ღაზაში არსებულ კრიზისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების მნიშვნელოვან როლს ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში, ასევე სუდანის კრიზისს. საჭიროა, ჰუმანიტარული დახმარების მარშრუტების გასახსნელად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაძლიერდეს ძალისხმევა“, - განაცხადა კირბიმ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)