02:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 16:19:58, 426 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს გორში, თბილისსა და მცხეთაში სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს

საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 13 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებებშია ნათქვამი.

როგორც განკარგულებებში ვკითხულობთ, საპატრიარქო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ხოლო ერთს - 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით. 

განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს საკუთრებაში გადავა: 

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარე 5 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 
  • გორის სოფელ ყელქცეულში - 215 389 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი;
  • თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა N41ა-ში მდებარე 1004 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics