|
2024-09-18 12:37:54, 378 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა
"თიბისის" მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზის მეკლდეურთა საცოც დარბაზში ცოცვის ფესტივალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა და მასში ჩაერთვნენ, როგორც ნიქოზის თემში მცხოვრებმა ბავშვებმა, ისე თბილისის და დაბა ბედიანის სპორტსმენებმა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოზარდმა. ღონისძიების ბოლოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებული გოგონები და ბიჭები. მათ სიგელები და სხვადასხვა ფასიანი პრიზები გადაეცათ. ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კომპანიების ჩართულობით, ნიქოზის საცოც დარბაზში, მოეწყო ახალი საცოცი კედლები და შეძენილ იქნა სავარჯიშო ინვენტარი. დარბაზში გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობების რის შედეგადაც, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ვარჯიშები. აღსანიშნავია, რომ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, ერთადერთი სპორტული აქტივობაა ნიქოზის თემში, სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა და სათანადო სავარჯიშო პირობების შექმნა, ნიქოზის თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)