19:32 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 16:18:19, 404 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვანია

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოსცდა მიზნობრივ დონეს, ხოლო მიმდინარე წელს 7 თვეში,  მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ზე დაბალია.

 “მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის, საჭიროა  სტაბილური ბიზნესგარემო, მაკროეკონომიკური მდგრადობა, ვალუტის სტაბილური კურსი, რაც ასევე, აისახება ინვესტიციების მოცულობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება ქვეყანაში",- აღნიშნა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები სახეზეა - ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებულია სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, ისტორიულ

მაქსიმუმამდე გაზრდილია დასაქმების მონაცემები. როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics