|
2024-09-17 13:55:07, 415 ნახვა
მსოფლიო
BBC - მიანმარში წყალდიდობასა და მეწყერს 220-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიეტნამში კი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 292-ს მიაღწია
მიანმარში, ტაიფუნ “იაგის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო, 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი, დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გაეროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალდა 9 შტატი და რეგიონი, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქი ნეიპიდო, ჩრდილოეთით მდებარე მანდალაი, დასავლეთით მდებარე მაგვეი და სამხრეთით მდებარე ბაგო - რეგიონები, რომლებიც მიანმარის უდიდესი მდინარის, ირავადის გასწვრივ მდებარეობს. “წყალდიდობამ, დაახლოებით, 630 000 ადამიანი დააზარალა. გზების ჩაკეტვამ, ხიდების დაზიანებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა დახმარების მიწოდება. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა ქვეყნის ბევრ რეგიონზე, მათ შორის შანის შტატზე, რომელიც წყალდიდობის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ამასთან, ვიეტნამში ტაიფუნ “იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 292-მდე გაიზარდა, 38 დაკარგულად მიიჩნევა. დაზიანდა 230 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)