|
2024-09-16 10:30:15, 414 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ
მე უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მის სიახლოვეს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განაცხადა. ტრამპი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. “ჩემს სიახლოვეს იყო სროლები, მაგრამ ვიდრე ჭორები უკონტროლოდ გავრცელდება, მინდა, გითხრათ: უსაფრთხოდ და კარგად ვარ! მე არასოდეს დავნებდები! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ - წერს დონალდ ტრამპი. შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)