00:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 09:48:39, 450 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემეირ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად ფრზანის სასახლეში ჩეხეთის მთავრობის თავმჯდომარის ბოჰუსლავ სობოტკას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.

ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდება ქართველ სტუდენტებს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ჩეხეთის რესპუბლიკას 23 თებერვალს დატოვებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics