|
2024-09-13 09:06:11, 468 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმას ვგმობ, რომლის დროსაც წითელი ჯვრის 3 თანამშრომელი დაიღუპა
რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმას ვგმობ, რომლის დროსაც „წითელი ჯვრის“ 3 თანამშრომელი დაიღუპა,- ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ბორელის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყვნენ სამიზნე. "მკაცრად ვგმობ დონეცკის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი სატვირთო მანქანის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა „წითელი ჯვრის" 3 თანამშრომელი და რამდენიმე კი დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყვნენ სამიზნე. რუსეთი პასუხს აგებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევისთვის”,- წერს ბორელი. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" 3 თანამშრომელი გუშინ, 12 სექტემბერს დაიღუპა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)