|
2024-09-12 19:20:32, 456 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წლის ივლისში უკანონოდ დაკავებული რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ
გასული წლის ივლისში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ რამაზ ხეთერელს ხვალ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად კონსულტაციები გრძელდება. “ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე შედგა ხანგრძლივი და თემატური დისკუსია. მთავარი შედეგი არის, რომ ხვალ უკანონო პატიმრობაში მყოფი რამაზ ხეთერელი გადმოვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გრძელდება კონსულტაციები, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე დაბრუნდეს თავიანთ ოჯახებში. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე მსჯელობამ წაიღო დროის დიდი ნაწილი. ბორდერიზაცია არის უმძიმესი ინციდენტი, შესაბამისად, ის რვა ახალი ფაქტი განხილულ იქნა დეტალებში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი არის ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის უცვლელი შემადგენელი ამ შეხვედრებზე. არსებული ე.წ ათდღიანი პერიოდი არის არასაკმარისი, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ყველა ის სერვისი, რის გამოც ისინი გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ, მთელი თვის განმავლობაში და პერსპექტივაში აუცილებელია, ამ მიდგომის გაგრძელება საოკუპაციო ხაზის მთელ ტერიტორიაზე და არამხოლოდ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)