|
2024-09-12 14:14:29, 383 ნახვა
საზოგადოება
ექსპერტებმა ისრაელიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე საკითხებზე ტრენინგები გამართეს
სწავლებას ისრაელის მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის ექსპერტები იუვალ ელაზარი და დანიელ ჰადიდი უძღვებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ორდღიან ტრენინგს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. "სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განხილული იყო ჰიდროპონიკის, რაც ნიშნავს ნიადაგის გარეშე სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, აქტუალობა, ჰიდროპონიკური სისტემების სახეები და მახასიათებლები, მათი გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებები, ტრენინგის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ჰიდროპონიკური სისტემების მოწყობისთვის და მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლებისა და მატერიალური მასალების, ასევე აღნიშნულ სისტემებში ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად საჭირო პირობების შესახებ. ტრენინგი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და MASHAV-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში ვიზიტი განხორციელდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო MASHAV-ის მიერ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე მოწყობილ საკვლევ-სადემონსტრაციო სათბურში, სადაც ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ აქ წარმოდგენილ ჰიდროპონიკური სისტემის მუშაობის პრინციპებს და მექანიზმებს. ორი ქვეყნის თანამშრომლობის გრძელვადიანი პროექტის მიზანი რეგიონში სადემონსტრაციო ჰაბის ჩამოყალიბებაა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეძლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და დაინტერესებული ფერმერების გადამზადებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)