20:09 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 15:34:48, 484 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 6 იანვარს, ბრალდებულები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - დედა -შვილი, უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა გასაღების მიზნით მივიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის ტერიტორიაზე.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics