|
2024-09-11 15:19:45, 446 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას პირველ ოქტომბერს ოფიციალურად გადაიბარებს
ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პირველ ოქტომბერს ოფიციალურად ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას გადაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პირველ ოქტომბერს, დილის ცხრა საათიდან ნატოს შტაბბინაში ახალი გენერალური მდივნის დანიშვნის ცერემონია გაიმართება. "იენს სტოლტენბერგი და მარკ რუტე მემორიალს ყვავილებით შეამკობენ, შემდეგ იქნება უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში, სადაც ასევე გაიმართება სიტყვით გამოსვლები", - წერს მედია. ამის შემდეგ მარკ რუტე ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პირველ პრესკონფერენციას გამართავს. სწორედ ამ დღეს დატოვებს ოფიციალურად თანამდებობას მოქმედი ლიდერი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ალიანსს 10 წელია ხელმძღვანელობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)