|
2024-09-07 18:09:45, 428 ნახვა
მსოფლიო
კირილ ბუდანოვი - Telegram-ი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ Telegram-ი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ბუდანოვმა “რადიო ქარტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. Telegram-ი მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია. ჩვენი კვლევების თანახმად, Telegram-ი არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო. მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს „Telegram-ის ყველა არხის “გაფიზიკურება“. თუ გინდა რამე ამბების გავრცელება - კეთილი, დარეგისტრირდი, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არხი არის რუსეთის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის. და მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, Telegram-ის დაბლოკვა, როგორც ეს მოხდა პლატფორმების “ოდნოკლასნიკის“ და “ვკონტაქტეს“ შემთხვევაში, ტექნიკურად უფრო რთული, თუმცა შესაძლებელია. ამასთან, მან სოციალურ ქსელ X-ს უვნებელი უწოდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)