|
2024-09-06 12:49:25, 425 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, "რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაი პრავდა" ავრცელებს. ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება მოკავშირეების "გადაწყვეტილებას" და საშუალებებს, რომლებიც დაეხმარება კიევს რუსეთის "საჰაერო ტერორის" შეჩერებაში. "ჩავედი "რამშტაინის" ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. საჭიროა, დაანონსებული დახმარების პაკეტებიდან ყველა იარაღი ბოლოს და ბოლოს მოხვდეს საბრძოლო ბრიგადებში“,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებთან აპირებს. ცნობილია, რომ გერმანიიდან ვოლოდიმერ ზელენსკი იტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)