|
2024-09-05 14:47:48, 458 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს - ჩვენც მას დავუჭერთ მხარს
ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია. "რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ფავორიტი იყო მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა თავის მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ჩვენც ასე გავაკეთებთ - მხარს დავუჭერთ მას. გადამდებად იცინის და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია. ხოლო ქალბატონ ჰარისს ყველაფერი თუ კარგად აქვს, იქნებ თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან. საბოლოოდ არჩევანი ამერიკელი ხალხის გასაკეთებელია და ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით ამ არჩევანს", - განაცხადა პუტინმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)