2016-02-20 11:15:03, 557 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა გუდაურში ორკვირიანი სამთო გადამზადება გაიარეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაბა გუდაურში ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლება გაიარა.
შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი გიორგი ძაგნიძე და მისი მოადგილე დავით შათირიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სასწავლო პროგრამა ზვავში საძიებო სამუშაოების ჩატარებას, დაზარალებულის სპეციალური საკაცით გადაყვანას, თოვლში საყრდენების მოწყობას და სამაშველო ჯგუფის დამრეც ფერდობზე გადაადგილებას ითვალისწინებდა.
სწავლება მაშველებს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ კატასტროფებზე მათ რეაგირებას გააუმჯობესებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან