09:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 09:21:46, 356 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საარჩევნო პრეზენტაცია პირველ ოქტომბერს გვექნება, რაც ქვეყნის განვითარებასთან არის დაკავშირებული

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია პირველ ოქტომბერს გვექნება და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად არის მომავალთან დაკავშირებული შეთავაზებები. 

"როდესაც, მაგალითად, იმართება მთავრობის სხდომა, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე ჟღერდება ახალი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სამომავლო განვითარებას, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ყველაფერს ჩვენ თავს მოვუყრით საარჩევნო პროგრამაში, რომლის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" გასამართლებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება არის პრიორიტეტი. როგორი კარგი ეკონომიკური პოლიტიკაც არ უნდა გქონდეს, როგორი ზრდაც არ უნდა გქონდეს ეკონომიკურად და ა.შ. თუ პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა. როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ შეკრებაზე - არ შეიძლება მუდმივად ვიაროთ დანაღმულ ველზე, არ შეიძლება უბრალოდ და დღემდე გვაქვს ასეთი ვითარება. ამიტომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი დაბრკოლებები გვექნება ჩვენ განვითარების გზაზე. ამიტომ ეკონომიკა და "ნაცმოძრაობის" აკრძალვაც პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics