|
2024-09-04 15:29:30, 431 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ბლინკენს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის საკითხზე კონგრესში ჩვენების მისაცემად იბარებენ
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მაკკოლის წერილში ნათქვამია, რომ ბლინკენი, რომელმაც მანამდე უარი თქვა კომიტეტის წინაშე გამოსვლაზე, უნდა გამოცხადდეს 19 სექტემბრის სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებას წაუყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენს ჯერჯერობით არ შეუძლია ჩვენების მიცემა კომიტეტის მიერ შეთავაზებულ თარიღებში, თუმცა "გონივრული ალტერნატივის" შეთავაზებით გამოდის. "იმედგამაცრუებელია, რომ, დეპარტამენტთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის გაგრძელების ნაცვლად, კომიტეტმა კიდევ ერთი არასაჭირო უწყება გასცა", - განაცხადა მილერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბლინკენმა კონგრესში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ ჩვენება 14-ჯერ მისცა, მათ შორის, 4-ჯერ იმ კომიტეტის წინაშე, რომელსაც მაკკოლი ხელმძღვანელობს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)