|
2024-09-04 14:29:10, 440 ნახვა
მსოფლიო
კულება - ნათლად ვხედავ შესაძლებლობას, რომ ნატოში უკრაინის მიწვევა 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტამდეა შესაძლებელი
უკრაინის ნატოში მიწვევა 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ ალიანსის სამიტამდეა შესაძლებელი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება CNN- თან ინტერვიუში განაცხადა. კულება დააზუსტა, რომ საუბარია არა დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, არამედ სწორედ მიწვევაზე, რაც პოლიტიკური სიცხადის სიგნალი იქნება. "მე ნათლად ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს მოხდეს 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. ჩვენთვის უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება და ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა ყველა პარამეტრით იმსახურებს ასეთი მოწვევის მიღებას უკვე ახლა", - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ამისთვის გზის ძებნაც კი არ არის საჭირო, რადგან უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწვევა ახლავე შეიძლება. შეგახსენებთ, დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)