|
2024-09-04 11:40:56, 376 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს
ვერის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. "ვერის პარკი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მას გააჩნია როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას. ვერის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისს შეემატება კეთილმოწყობილი, თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი, თანამედროვე რეკრეაციული და გასართობი სივრცე, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის ნებისმიერ ადამიანზე", - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და გრუნტში დაიმალება. "სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ორი საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით - ერთიდან სამ წლამდე და სამიდან - 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკო ავეჯი, მოსასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და ამასთან, გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება", - განაცხადა კალაძემ. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)