|
2024-09-04 09:29:32, 1350 ნახვა
სპორტი
პარიზის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე სამშობლოში დაბრუნდნენ
პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში პარატაეკვონდოსა და პარამძლეოსნობის ნაკრების წევრები, მათ შორის - პარალიმპიადის ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე დაბრუნდნენ. წარმატების მისალოცად ქართველ პარალიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც. გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა. პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანი დაამარცხა. ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად ერგო. ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიურ თამაშებზე პირველად ასპარეზობდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას პარალიმპიადაზე ასევე იცავდნენ პარამძლეოსანი დავით ქავთარაძე (შუბის ტყორცნა), პარატაეკვონდოისტები გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) და ლია ჩაჩიბაია (47 კგ).
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)