|
2016-02-19 18:43:38, 997 ნახვა
სამხედრო
ესტონელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გთვალისწინებული კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში სტუმრად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ტიკი და კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი ანგელიკა უუსი იმყოფებიან. დღეს ესტონელი სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ესტონურმა მხარემ აღნიშნული პროექტის ლიდერად ანგელიკა უუსი წარმოადგინა. ქართულმა მხარემ ესტონელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი პრიტ ტურკი და თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)