|
2024-09-03 09:36:59, 471 ნახვა
მსოფლიო
ტიხი - მონღოლეთმა ნება დართო დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში ჩასვლის ნებართვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის მიუხედავად. როგორც უკრაინის საგარეოს პრესსპიკერმა, ჰეორჰი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, მონღოლეთის აღნიშნული გადაწყვეტილება “არის მძიმე დარტყმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემისთვის“. “მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვება“,- აღნიშნა ტიხიმ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)