|
2024-09-03 09:06:14, 422 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია, - ამის შესახებ ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან აწარმოებს. "ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების შუა პროცესში ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ ჩემს კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან",- აღნიშნა ბაიდენმა. აღნიშნული განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე. მხარეებმა განიხილეს ძალისხმევა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად საკმარის ძალისხმევას არ დებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)