|
2024-09-03 09:07:10, 412 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. “ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მძევლები სახლში და დავასრულოთ ტანჯვა ღაზაში“,- წერს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელ X-ზე. ჰარისმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის და ჯო ბაიდენი ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითებში მონაწილეობენ. “ჰერშ გოლდბერგ-პოლინისა და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა იყო სასტიკი და ბარბაროსული აქტი, რომელიც “ჰამასის“ ტერორისტებმა ჩაიდინეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, “ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“,- აღნიშნა ჰარისმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)