|
2024-09-02 17:16:34, 465 ნახვა
მსოფლიო
სიკორსკი - პოლონეთმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდოს
პოლონეთმა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩამოაგდოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. სიკორსკის თქმით, პოლონეთი და უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებიც ვალდებული არიან, ჩამოაგდონ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტები, ვიდრე ისინი ამ სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში მოხვდებიან. "ნატოს წევრობა არ აუქმებს თითოეული სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. ეს ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ როდესაც მტრის რაკეტები ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მიფრინავენ, მათი ჩამოგდება იქნება კანონიერი თავდაცვა, რადგანაც როგორც კი ეს რაკეტები გადაკვეთენ ჩვენს საზღვარს, ჩნდება მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ მათი ნამსხვრევების შედეგად ვინმე დაშავდა", - განაცხადა სიკორსკი. მისივე თქმით, პოლონელმა სამხედროებმა უნდა ჩამოაგდონ ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიტანილი იერიშების დროს გადაუფრენენ პოლონეთის ტერიტორიას და ეს მაშინაც უნდა გააკეთონ, როდესაც არ იციან, რას წარმოადგენენ ეს ობიექტები.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)