|
2024-09-02 14:21:43, 1278 ნახვა
სპორტი
ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. თუშიშვილსა და ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც ქართველი მოჭიდავე დისკვალიფიცირებული იყო და რეპრიზში მონაწილეობა ვერ მიიღო. გარდა ამისა, არასპორტული ქცევის გამო გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ილია სულამანიძემ (100 კგ-მდე) შეცვალა. სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 29 წლის თუშიშვილი საერთაშორისო ტურნირებზე 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ მიიღებს მონაწილეობას. თუშიშვილი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში და 2017 წლის ევროპის ჩემპიონია.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)