|
2024-08-30 19:53:24, 559 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს, ქვეყანაში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინი დააკავოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთს მოუწოდებს აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. უკრაინის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობა "აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა და ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის მისი დაკავების ორდერი გასცა". "უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მონღოლეთში 3 სექტემბერს არის დაგეგმილი, ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი რომის სტატუსის მონაწილე ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერი გაიცა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)