|
2024-08-30 09:53:53, 411 ნახვა
საზოგადოება
მერია - თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება
შპს „თბილსერვის ჯგუფი" სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს მერიის ცნობით ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები. მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს, მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და “თბილსერვის ჯგუფის” დირექტოთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო. "თბილსერვის ჯგუფი" აწარმოებს ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს. ამჟამად ვიმყოფებით დიდ დიღომში, ასევე გლდანში და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ყოველღამით ირეცხება ქუჩები და გამზირები სხვადასხვა რაიონებში და უბნებში. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება. იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)