|
2024-08-28 13:06:40, 506 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში გარე განათების ქსელი მოაწყო
ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გარე განათების ქსელი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 58 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი საყრდენი ბოძი და 696 ცალი პროჟექტორი დამონტაჟდა. ქსელის სიგრძე 3 200 მეტრია. განათების ახალი სისტემა შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა. "ვარკეთილში ე.წ. ბაბლთაურების მოწყობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, რამაც სრულიად შეცვალა ამ ქუჩების იერსახე. სამომავლოდ მეორე ეტაპს დავიწყებთ, რომლის ფარგლებშიც კუპრაძის ქუჩის ბოლომდე და ზედგენიძის ქუჩაზე კიდევ 40-მდე ასეთივე განათების ბოძი დამონტაჟდება", - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა შეასრულეს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 799 578 ლარს შეადგენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)