21:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 14:37:52, 459 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე, კიდევ სამ პირს  ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ავტომანქანა დაუწვეს.

"დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურება ჯგუფურად, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ხოლო ორი ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 16 აგვისტოს სასამართლომ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics