|
2024-08-27 11:45:38, 369 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი, 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. "პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში, ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ზურაბ უტიაშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა, 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)